მექსიკელმა სამართალდამცველებმა 3 ტონამდე კოკაინი ამოიღეს. 74 შეკვრაში განაწილებული ნარკოტიკული საშუალება გემით გადაჰქონდათ. კადრები მექსიკის საზღვაო ძალებმა გაავრცელა.
სპეცოპერაციაში ჩართული იყო ავიაცია. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ბორტზე მყოფი სამი ადამიანი.