ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. პაციენტებისათვის ორჯერ ჩატარებულმა საკონტროლო კვლევამ, კორონავირუსის არსებობა არ დაადასტურა.
კორონავირუსი არ დაუდასტურდა არც იმ 37 პირს, რომელიც ინფექციურ კლინიკაში კვლევაზე იმყოფებოდა. მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში თვითდინებით შევიდა, ნაწილი კი სასწრაფო დახმარებამ შეიყვანა.
საკვლევი პაციენტები ის პირები იყვნენ, რომლებიც აჭარაში ისვენებდნენ.
კლინიკაში ამ დროისთვის 10 ინფიცირებული პაციენტი ჰყავთ.