29 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
ვისზე დადებს ფსონს "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებზე - მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებიც მმართველი პარტიის გუნდში იყვნენ, "ნაცმოძრაობის" სახეები ხდებიან

მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლები ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის გუნდში იყვნენ, დღეს, ყოფილი მმართველი პარტიის სახეები ხდებიან.

მათი ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობას" უბრუნდება, მეორე ნაწილი კი, მათთვის ახალი შენაძენია.

კახა ოქრიაშვილი და გუბაზ სანიკიძე - ისინი ამჯერად სწორედ "ნაციონალური მოძრაობიდან" შეეცდებიან პარლამენტში მოხვედრას.

"ნაციონალური მოძრაობა" 2020 -ის არჩევნებზე სავარაუდოდ, "ძალა ერთობაშიასთან" ერთად, ბლოკში გაერთიანებული წარსდგება.

ვისზე დადებს ფსონს "ნაციონალური მოძრაობა" 2020 წელის ოქტომბერში და პოლიტიკური ბრძოლის მოედანზე როგორი სტარტით გავა, სავარაუდოდ, 4 სექტემბერს გაირკვევა.

დღის ამბები