29 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
38 ინფიცირებული ერთ დღეში და რეკორდი ბოლო 4 თვეში - არის თუ არა ქვეყანაში COVID-19-ის ფართომასშტაბური გავრცელების საფრთხე

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სახიფათო ნიშნებია. 38 ახალი შემთხვევა ერთ დღეში დაფიქსირდა. ეს ბოლო 4 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამ ეტაპზე ყველაზე დიდი კლასტერია ბათუმის საკონდიტრო "დონა", რომელსაც 22 ახალი ფაქტი უკავშირდება. ჩაიკეტა სასტუმრო "ოაზისი" ჩაქვშიც, სადაც ექიმების კონფერენცია მიმდინარეობდა. ბათუმში კორონავირუსი მუნიციპალური ავტობუსის მძღოლსაც დაუდასტურდა.

ვირუსი ვრცელდება თბილისშიც. ინფიცირების ახალი შემთხვევა "ნიკორას" ქსელში და სასურსათო მაღაზიათა ქსელ "ბაიას" ერთ- ერთ ფილიალში დაფიქსირდა. 

 

დღის ამბები