29 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსი ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლს დაუდასტურდა

ბათუმში ცოტა ხნის წინ კორონავირუსი ბათუმი-ჩაქვის სამარშუტო ხაზის მძღოლს დაუდასტურდა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მან ყველა იმ ადამიანს, ვისაც სამარშუტო ტაქსთან შეხება ჰქონდა, მოუწოდა, მივიდნენ იმ კონკრეტულ ტერიტორიებზე, სადაც უფასოდ შეძლებენ ტესტირების ჩატარებას. 

"ბათუმში ახალი შემთხვევა გამოგვივლინდა. საუბარია ავტობუსის სამარშუტო ხაზზე, რომელიც ხელვაჩაური-ბათუმის მიმართულებით მუშაობს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ ვისაც შეხება ჰქონდა ამ სამარშუტო ტაქსთან, ყველამ მიმართოს იმ კონკრეტულ წერტილებს, სადაც ისინი ტესტირების გავლას უფასოდ შეძლებენ," - აღნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

დღის ამბები