29 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
140 დევნილ ოჯახს წყალტუბოში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცათ

140 ოჯახს წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინები გადაეცათ. დევნილ ოჯახებს ბინების გასაღები რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადასცეს.

ბინების სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა  განახორციელა.

კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო მოედნები, რეკრეაციული სივრცეები და ავტოსადგომია მოწყობილი.

ასევე, დამონტაჟდა გარეგანათება და მოეწყო სანიაღვრე სისტემები. კორპუსები ადაპტირებულია შშმ პირებზე.

წყალტუბოში დევნილებისთვის კიდევ ექვსი კორპუსი შენდება, სადაც ბინა 420 ოჯახს გადასცემენ.

დღის ამბები