29 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
მთელ მსოფლიოში ბანკებმა შეწყვიტეს სესხების ამოღება, ერთადერთი კუნძული უგულობისა ივანიშვილის საქართველოა - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტების" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ბანკებმა გლობალური პანდემიის გამო გაღარიბებული მოსახლეობის ხარჯზე გამდიდრება მოინდომეს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, შეწყვეტილი სესხების ამოღება და პროცენტების ზრდა დღევანდელი მთავრობის სახეს ასახავს. "ლეიბორისტული" პარტია მოუწოდებს მთავრობას, მიბაძონ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს და შეწყვიტონ პანდემიის დროს სესხებით გამდიდრება.

"გლობალური პანდემიის გამო, მთელ მსოფლიოში ბანკებმა შეწყვიტეს სესხების ამოღება. ერთადერთი კუნძული უგულობისა და არა ადამიანობისა, ივანიშვილის საქართველოა, სადაც დღეიდან ბანკებმა ისევ  დაიწყეს გადავადებული ვალების მოთხოვნა მოსახლეობისგან.

მე მოვუწოდებ მთავრობას და ყველა ბანკს, გადადეთ ყოველგვარი ვალების ამოღება მოსახლეობიდან და ბიზნესიდან,"- აცხადებს "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათლაშვილი

დღის ამბები