29 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
კორონავირუსი "ნიკორას" ვაჟა-ფშაველას ფილიალში მომუშავე 2 თანამშრომელს დაუდასტურდა

"ნიკორა ტრეიდის" შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის გიორგი ემხვარის განცხადებით, კორონავირუსი ვაჟა-ფშაველას ფილიალში მომუშავე 2 თანამშრომელს დაუდასტურდა.

გიორგი ემხვარის თქმით, მაღაზიაში მთლიანად შეცვალეს იმ დღის პერსონალი და კარანტინში გადაიყვანეს.

"დადასტურდა, ნამდვილად, ჩვენს ვაჟა-ფშაველას ფილიალში შემთხვევა. იმ დღესვე მოხდა მთლიანი სტაფის კარანტინში გადაყვანა. ყველას ჩაუტარდა PCR ტესტები და მხოლოდ ერთს, მასთან მყოფ ადამიანს დაუდასტურდა. ორ კაცზე მეტს არ აქვს ჩვენთან კოვიდინფექცია," - განაცხადა გიორგი ემხვარმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

სასურსათო მაღაზია "ნიკორას" თბილისის ერთ-ერთ ფილიალში ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღის ამბები