29 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
უკრაინიდან ბელარუსში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით, სპეცსამსახურების 200 კარგად გაწვრთნილი წარმომადგენლები იმყოფება - ლავროვი

რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირი აცხადებს, რომ უკრაინიდან ბელარუსში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით,  უკრაინული სპეცსამსახურების 200 კარგად გაწვრთნილი წარმომადგენლები იმყოფება.

სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი აქტიურად თანამშრომლობს ბელარუსთან და მზად არის, გარე ძალების ქვეყანაში შესაძლო აქტიურობას ხელი შეუშალოს.

ლავროვმა ნატო და ევროკავშირი ბელარუსის მიმართ დესტრუქციული განცხადებების გაკეთებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი უახლოეს დღეებში ერთმანეთს შეხვდებიან და ბელარუსში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

დღის ამბები