29 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
სწავლის დაწყების შემდეგ ვირუსის ზრდა გვექნება, მაგრამ ეს დრამატული არ იქნება - ამირან გამყრელიძის პროგნოზი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძის პროგნოზით, ვირუსის გარკვეული ზრდა გვექნება, მაგრამ ეს დრამატული არ იქნება.

"ქვეყანაში ჯერჯერობით ახალი შემთხვევების დადებითი დინამიკა არ არის. დადებითი დინამიკაა მხოლოდ სიკვდილიანობის პროცენტის შემცირებისკენ და ასევე მსუბუქი შემთხვევების რაოდენობა მძიმე შემთხვევებისას სჭარბობს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

იქნება თუ არა სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ, სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ზრდა - ამაზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვირუსის გარკვეული ზრდა გვექნება, მაგრამ ეს დრამატული არ იქნება.

მისი თქმით, მთავარია ჩვენ ფართომასშტაბურ ეპიდემიაში არ შევიდეთ. 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 22 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა. 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები