29 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
ჩაქვში სასტუმრო "ოაზისი" სადაც 900 ვიზიტორი ისვენებს ჩაიკეტა

ჩაქვში სასტუმრო "ოაზისი" ჩაიკეტა - სასტუმროს თანამშრომლების ინფორმაციით სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს, ახალგაზრდა ქალს ტემპერატურა ჰქონდა რის გამოც ის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.

სასტუმროს მენეჯერის ინფორმაციით, პირველადი ლაბორატორიული კვლევის შედეგად ოაზისის სტუმარს ინფექცია არ დაუდასტურდა, თუმცა განმეორებითი კვლევაა საჭირო. სასტუმროში ამ ეტაპზე 900 პირი ისვენებს, ამ დრომდე ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია.

სასტუმროს მენეჯერი "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ სტუმრების ნაწილს 12 საათზე სასტუმროს დატოვება უწევდათ, თუმცა ამ დრომდე შეზღუდვებია დაწესებული.

"900-მდე დამსვენებელი გვყავს. რეალურად ყველა რეკომენდაცია არის გათვალისწინებული და დაცული რეგულაციების მიხედვით. ჩვენთან პირს არ დაფიქსირებია კორონავირუსი. უბრალოდ თავს შეუძლოდ გრძნობდა, სიცხე მისცა, მაგრამ მაშინვე თავის დაცვის მიზნით ეპიდემიოლოგები გამოვიძახეთ. რეგულაციების დაცვით იქნა ეს პირი გადაყვანილი. დანარჩენი პირები, რომელსაც ერთი-ორ ადამიანს ჰქონდა კონტაქტი, ისინი იქნა იზოლირებული. რეალურად მოვახდინეთ ტერიტორიის ჩაკეტვა, იქიდან გამომდინარე რომ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი ჩვენმა დამსვენებლებმა და გარე შემომსვლელებსაც არ ვიღებთ," - განაცხადა სასტუმრო "ოაზისის" თანამშრომელმა გვანცა ხაინდრავამ.

გარდა ამისა, ბათუმში მდებარე საკონდიტრო მაღაზია "დონა"-ში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების გამო, აჭარის დაცვის სამინისტრომ მიიღო გაწყვეტილება და დაიწყო მოქალაქეთა მასობრივი კვლევა. დღემდე ბათუმში ორ ლოკაციაზე იყო კარავი განთავსებული, სადაც მოქალაქეები სწრაფ ტესტირებას იტარებდნენ. დღეს კი ანბანის ტერიტორიაზე მესამე კარავი დაემატა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აღნიშნულ კარვებში 600-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა კვლევა.

დღის ამბები