ევროპარლამენტარები რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამვლის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ. ამის შესახებ ნათქვამია გერმანელი ევროპარლამენტარის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკკალისტერისა და ლიეტუველი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაში. გზავნილის ავტორების შეფასებით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ნავალნის შემთხვევა ჰგავს სხვა საეჭვო დანაშაულებსაც. ევროპარლამენტარები რუსეთს მოუწოდებენ, პასუხისმგებლობით მოეკიდოს ნავალნის საქმის გამოძიებას.