29 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
ქუთაისში სუპერმარკეტი საკანცელარიო დანის მუქარით დააყაჩაღეს - წაღებულია 1000 ლარამდე თანხა

გასულ ღამეს ქუთაისში სუპერმარკეტ "ფემილის" ფილიალი დააყაჩაღეს. 

მარკეტის თანამშრომლების ინფორმაციით, გვიან ღამით ნიღბიანმა პირმა საკანცელარიო დანის მუქარით თანხა მოითხოვა. მათივე თქმით, დაუდგენელმა პირმა ათას ლარამდე თანხის წაღება მოახერხა.

შემთხვევის დროს მარკეტში სამი თანამშრომელი იყო, მათ დაცვა გამოიძახეს, თუმცა, მძარცველმა გაქცევა მოახერხა.

ადგილზე იმყოფებიდნენ სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

 

 

დღის ამბები