29 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
საჯარო თავშეყრის ადგილებში კონტროლი უნდა გამკაცრდეს - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კონტროლი უნდა გამკაცრდეს. 

მარინა ეზუგბაიამ მოუწოდა ყველას, ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია. 

"16 აპრილის შემდეგ ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მართალია, ამ მატების ძირითადი წყარო გახლავთ საკონდიტრო მაღაზია "დონა", მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას.

ეს ახალი წყარო გველაპარაკება იმაზე, რომ თავი უნდა დავიცვათ, რეგულაციები აუცილებლად უნდა შევასრულოთ. თავის დაცვის საუკეთესო საშუალება არის დისტანცირება და პირბადე. მოგიწოდებთ ყველას, რომ დავიცვათ საკუთარი თავი პირბადეებით და დისტანცირებით, რათა დავიცვათ ჩვენი ახლობლები, მეგობრები და საყვარელი ადამიანები.

უნდა გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმები, განსაკუთრებით, თავშეყრის ადგილებზე, როგორიცაა სავაჭრო ობიექტები, ტრანსპორტი. სადაც შესაძლებელია 10 კაცზე მეტი შეიკრიბოს და სადაც შეუძლებელია დისტანცირების დაცვა, პირბადე აუცილებელია. ამის შემოწმება და კონტროლი უნდა განახორციელონ შესაბამისმა სამსახურებმა,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

დღის ამბები