29 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ეს პრაქტიკა ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს - ირაკლი კობახიძე ​ თვალთვალთან დაკავშირებით ენმ-ს ბრალდებას სპეკულაციას უწოდებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასზე და მის თანაპარტიელებზე თვალთვალს ახორციელებს, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი წინასაარჩევნო სპეკულაციებს უწოდებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, ოპონენტების თვალთვალი "ნაციონალური მოძრაობის" პრაქტიკა იყო და ეს პრაქტიკა 2012 წელს წარსულს ჩაბარდა:

"ჩვენ ყველა არჩევნების წინ გვესმის მუდმივად აბსოლუტურად უსაგნო სპეკულაციები და მთლიანად სპეკულაციებზე არის აგებული ამ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიები, მაშინ, როდესაც უნდა ესაუბრო ადამიანებს საკუთარ ხედვაზე. რა თქმა უნდა გამოვრიცხავ, მუდმივია ეს სპეკულაციები და ყველა არჩევნების წინ მუდმივად ისმოდა ასეთი სპეკულაციები და არანაირი მტკიცებულება, არანაირი ფაქტი არ არსებობდა ამასთან დაკავშირებით. წარმოადგინოს რა აქვს. ზუსტად ამ პოლიტიკური პარტიის დამკვიდრებული პრაქტიკა ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს და აქედან გამომდინარე დღეს საერთოდ სხვა სურათია, როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები