29 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ჩვენი ამოცანაა "ლელო საქართველოსთვის" იყოს წამყვანი ძალა - განიხილავს თუ არა ბადრი ჯაფარიძე კოალიციურ მთავრობას "ოცნებასთან" ერთად

განიხილავს თუ არა "ლელო საქართველოსათვის" "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პოლიტიკური მოძრაობის გენერალურ მდივანს "ღამის კურიერის" ეთერში მოუწია. ბადრი ჯაფარიძის თქმით, მისი პოლიტიკური ძალა კონცენტრირებულია არჩევნებზე ისეთი შედეგის დადებაზე, რომ "ლელო საქართველოსათვის" იყოს განმსაზღვრელი კოალიციური მთავრობის შექმნის პროცესში.

"ჩვენი ამოცანაა "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვება, პირველი რიგის ამოცანაა "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორება და პარალელური ამოცანაა, რომ "ლელო საქართველოსათვის" იყოს წამყვანი ძალა და წინასწარ, თუ ვინ იქნება კოალიციურ მთავრობაში, ასეთი პროგნოზები არსად კეთდება, იმიტომ რომ ეს მოქმედებს საარჩევნო პროცესზე. როცა ჩვენ გვინდა გარკვეული ძალის ჩამოშორება ხელისუფლებიდან რა თანამშრომლობაზე შეიძლება ვისაუბროთ," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები