29 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
კეთილისმსურველებმა გამომიგზავნეს 3 გვერდი მანქანების ნომრები, რომლებიც დაგვყვება მე და ჩემს მეგობრებს, სუსი უნდა გაუქმდეს - ხატია დეკანოიძე

პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" "ღამის კურიერში" აცხადებს, რომ მას და მის თანაპარტიელებს სუსი უთვალთვალებს.

ხატია დეკანოიძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა გაუქმდეს.

"დღეს რომ მოვდიოდი თქვენთან, ჩვენმა კეთილისმსურველებმა გამომიგზავნეს 3 გვერდი მანქანების ნომრები, რომლებიც დაგვყვება მე და ჩემს მეგობრებს, პარტიის ლიდერებს. შემიძლიათ გაჩვენოთ. ამ წუთას მივიღე. მთელი თაბახის ფურცლებია. ჩემს ოჯახთან დგანან. დგანან ჩვენს ოფისებთან, უთვალთვალებენ ჩემს მეგობრებს. აი ამით არის დღეს სუსი დაკავებული. სუსი უნდა გაუქმდეს. ასეთი რეპრესიული ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს. შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ უნდა იყოს ძლევამოსილი ფიგურა. უნდა ჩამოერთვას მას ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციების განხორციელება და იყოს პოლიტიკოსი და არ იყოს მთავარი პოლიციელი. ავირჩიოთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი შერიფები და ა.შ. 

ჩვენ გათვითცნობიერებული გვაქვს ყველანაირად, მათ შორის ამ სასამართლოსთან პრობლემა. აღმოჩნდა, რომ მურუსიძე ჰოპ, უცებ გადმოხტა და დახტა ამათ სასამართლოში. შოთაძისნაირი ადამიანები, იმ მოსამართლის კლანისნაირი ადამიანები - ეს უნდა დასრულდეს, ეს დასრულდება," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები