29 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
სააკაშვილის ჩამოსვლის თარიღი რომც ვიცოდე, არ ვიტყოდი, რადგან ეს იქნება იარაღი "ოცნების" ხელში - ხატია დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის თარიღი არ იცის და რომც სცოდნოდა, მაინც არ იტყოდა.

მანვე აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის მოიაზრებოდა მიხეილ სააკაშვილთან ერთად. 

"ჩვენი პარტია ყოველთვის იყო სააკაშვილთან ერთად. მიუხედავად იმისა, იგი დევნილია, ბიძინა ივანიშვილის ძალიან სერიოზული შიშის ობიექტია, იგი დღესაც ქმნის პოლიტიკურ წესრიგს და რასაკვირველია, ჩვენი პარტიის კამპანია იქნება მიხეილ სააკაშვილთან ერთად.

მინდა სიურპრიზად განვაცხადო, რომ ჩვენი პარტია და ის პარტიები, რომლებიც იქნებიან ჩვენთან ბლოკში, გაერთიანებული ოპოზიცია განაცხადებს ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პლატფორმას, თუ როგორ შეიძლება გამოვიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან. ეს გამოყვანა არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი თქმა, ან ერთი მოცემულობა, ან ის, რასაც მხოლოდ კამპანიისთვის გამოვიყენებთ - არა, ეს უნდა იყოს ძალიან გულწრფელი და იქნება ძალიან გულწრფელი პოლიტიკური სვლა.

რაც შეეხება ჩამოსვლას, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა. თარიღი რომც ვიცოდე, ნამდვილად არ ვიტყოდი, რადგან ეს იქნება იარაღი "ქართული ოცნების" ხელში. სულ ვიმეორებ ხოლმე უკრაინის ძალიან ღირსეული ელჩის საქართველოში, ბატონი დოლგოვის სიტყვებს, რომ წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის კონტაქტის გაწყვეტა საქართველოსთან," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები