ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, 30 წლის ქალი აჭარიდანაა, მას გამოკვლევები უტარდება.
ექიმ ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნებოდა ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი. ამ ეტაპზე მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ხასიათდება.
ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 15 პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთს პირველად ტესტზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა, განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი კლინიკას დატოვებენ.