ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში პროცესები სწრაფი ტემპით ვითარდება. დე ფაქტო ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ცხინვალში მიმდინარე აქციების ფონზე რეგიონში ჩასვლას აანონსებს და ქართული საგუშაგოს დანგრევით იმუქრება. ეს იმ დროს, როცა აქციის მონაწილეები უკვე მოქმედი ე.წ. პრეზიდენტის ბიბილოვის გადადგომას ითხოვენ.
პარალელურად ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში დემონსტრანტების რიცხვი ყოველდღე იზრდება. ინალ ჯაბიევის მკვლელობისა და წამებისთვის შვიდ მილიციელს პატიმრობა უკვე შეეფარდა, თუმცა ამით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება არ მშვიდდება.