29 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
რისთვის იხდის ამჯერად მიხეილ სააკაშვილი ბოდიშს - ყოფილი პრეზიდენტის ბოდიშზე რეაქციები პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანია

ზუსტად 2 თვე წინასაარჩევნო კამპანიისთვის და მიხეილ სააკაშვილის ტრადიციული ბოდიში არჩევნების წინ - რისთვის იხდის ამჯერად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბოდიშს?! დანაშაულობები, რომელზეც სხვა პარტიები საუბრობენ, "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხარვეზებია. ის, რაც მმართველი პარტიისთვის წინასაარჩევნო პოპულიზმია, მიხეილ სააკაშვილის გუნდისთვის ცვლილებების დასაწყისია.

სააკაშვილის ბოდიშზე რეაქციები არაერთგვაროვანია ოპოზიციაშიც, ნაწილი მის ქმედებებს დანაშაულს უწოდებს და თანამშრომლობას არ აპირებს. ხელისუფლება კი პირიქით, სააკაშვილს ქვეყანაში ეპატიჟება. "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ სააკაშვილმა ამჯერად მაინც შეასრულოს პირობა.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც გააკეთეს.

დღის ამბები