29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
გადასახადების შემცირება, 100 ათასი სამუშაო ადგილი, პენსიების გაორმაგება - "ევროპულმა საქართველომ" ახალი პროექტი წარადგინა

"ხელშეკრულება ხალხთან" - "ევროპულმა საქართველომ" ახალი პროექტი დღეს ფოთში წარადგინა. პარტიაში ამბობენ, რომ ხელშეკრულება საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან გაფორმდება.

დოკუმენტი რამდენიმე პუნქტს მოიცავს, რომელიც არჩევნებში პარტიის გამარჯვების შემთხვევაში შესრულდება.

გადასახადების შემცირება, 100 ათასი სამუშაო ადგილი, გაორმაგდება პენსიები და გაორმაგდება სოციალური დახმარებები - ესაა "ევროპული საქართველოს" დაპირებების არასრული ჩამონათვალი.

"ყველას გვაწუხებს უმუშევრობა, სიღარიბე, უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდა. ყველას გვაწუხებს კრიმინალი და ამ განსხვავებული პრობლემების მოგვარებას აქვს ერთი საერთო, ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

"ადამიანებს ყოფენ მთავრობის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ყველგან არის ჩაწყობა, უპატრონობა, დაცინვა და ქედმაღლობა. ეს არის ის განცდა, რაც ყველგან დავინახეთ. რატომ ხდება ეს?! ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს, ვისაც წესით მოქალაქეების სამსახურში ყოფნის განცდა უნდა ჰქონდეთ, ერთ რამეს ემსახურებიან, ერთი კაცის - ბიძინა ივანიშვილის სიამოვნებას," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები