29 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
ნინო ლომჯარია თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას გეგმავს

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი ნინო ლომჯარიას შეხვდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა ომბუდსმენს საქმის დეტალები და საკუთარ პრეტენზიები გააცნეს. ძალაშია ოჯახის მოთხოვნა, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს.

სახალხო დამცველი პროცესში ერთვება, მასალების მიწოდების შესახებ მზაობა პროკურატურამ უკვე გამოთქვა.

"მეხსიერების ბარათთან დაკავშირებით გარემოება, როდესაც ოჯახი აცხადებს, რომ მათ გადასცეს მეხსიერების ბარათი გამოძიებას, შემდეგ უკვე როგორც ვიცით აღარ ფიქსირდება გამოძიების მასალებში. ასევე გარკვეული ჩვენებები და განცხადებები, სავარაუდოდ გამომძიებელთა მიერ გაკეთებული ოჯახის წევრებთან, რომელიც შემდგომ უარყვეს, ამ გარემოებებს ვფიქრობთ, რომ სჭირდება დამატებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. როგორც ოჯახი და ადვოკატი აცხადებს, პროკურატურამ გადაუგზავნა FBI-ს წერილი მოთხოვნით, რომ ჩაერთონ კომპიუტერული მონაცემების აღდგენის მიმართულებით, ჩვენ ვნახავთ გადაიგზავნა თუ არა და არის თუ არა რეაგირება," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

"ჩვენ მივიღეთ ძალიან დამაიმედებელი პასუხი სახალხო დამცველისგან, მან მოგვცა პირობა, რომ კანონის თანახმად ყველაფერი იქნება გამოყენებული, რეკომენდაციებიც. მისი თქმით, ის პირადად შეხვდება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურორს. იქნება ჩვენი მოთხოვნები გენერალურ პროკურორთან განხილული. სატელიტური ანძებიდან გადაღებულ იქნება საუბარი, მოტივაციაზეც იქნება საუბარი, იმ ექსპერტებზეც და დასკვნებზეც იქნება საუბარი. ვიმედოვნებ, რომ სახალხო დამცველის სიტყვას და პოზიციას ექნება გარკვეული შედეგი," - განაცხადა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მერებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5 დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

 

დღის ამბები