ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის კაილი რიტენჰაუსის ჩადენილ დანაშაულს თავდაცვითი ინსტინქტით ხსნის. მისი მტკიცებით, მოზარდმა გასროლა თავდაცვის მიზნით განახორციელა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აქციის მონაწილეების მსხვერპლი გახდებოდა.
შტატების სამართალდამცავი უწყების ცნობით, კაილი რიტენჰაუსი, როგორც სრულწლოვანი ისე გასამართლდება. მას ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედება. რამდენიმე დღის წინ პორტლენდში რასიზმის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე კონტრაქციის მონაწილემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.