29 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
"ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი"- ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა, სადაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობდა და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაშვებული შეცდომების გამო საქართველოს მოქალაქეებს ბოდიშს უხდიდა.

ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილს ძალაუფლების დაბრუნების სურვილით შეპყრობილს უწოდებს და აცხადებს, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა არა შეცდომები, არამედ მძიმე დანაშაულები, რომლის გამოც არა ბოდიში, არამედ სასჯელი უნდა მოიხადოს:

"სააკაშვილმა თავი დაგვამახსოვრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე სამარცხვინო მთავარსარდალმა. მე ამას ვიტყვი ამ ჯარის პოზიციიდან. ის აგვისტოს ომის დროს ჩვენ ვიხილეთ მიწაზე გართხმული. ყველაზე მშიშარა, მხდალი მთავარსარდლის მაგალითი დაუტოვა თავის გუნდის წევრებს.

რაც შეეხება მის ბოდიშს, ჩვენ მოვისმინეთ აღიარება თითქოს ეს იყო შეცდომები. ეს არ იყო შეცდომები, ეს იყო უმძიმესი დანაშაულები. დანაშაულებისთვის არათუ ბოდიშს, არამედ სასჯელს იხდიან. იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი და ძალაუფლების დაბრუნების სურვილით შეპყრობილი, რომ მას ჰგონია, ქართველ ხალხს კვლავაც მოატყუებს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები