29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ირაკლი კობახიძეს კორონავირუსზე PCR ტესტირება ჩაუტარდა - მას ინფექცია არ დაუდგინდა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კორონავირუსზე მას უარყოფითი პასუხი მოუვიდა, მისი თქმით "ქართული ოცნების " ოფისში ტესტირებები ჩატარდა.

"რამდენიმე ათეულ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება ჩვენს ოფისში. მათ შორის მეც, პასუხები არის უარყოფითი,  გარდა იმ ერთი შემთხვევისა და ასევე, რამდენიმე მასთან კავშირში მყოფი პირისა. 

არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომ შევაფერხოთ ჩვენი საარჩევნო მუშაობა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები