29 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
დღეიდან "ბავშვთა უფლებათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებები ამოქმედდება

დღეიდან "ბავშვთა უფლებათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებები ამოქმედდება. ახალი მოდელის მიხედვით, სოციალური მუშაკი სასამართლოს გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს და სიღარიბე ვერ გახდება ბავშვის ოჯახიდან გაყვანის საფუძველი.

სოციალური სააგენტოების პარალელურად იმუშავებს, მულტიფუნქიური ჯგუფებიც. შინაგან საქმეთა სამინიტროს როლი კი უცვლელი რჩება. ძალადობის შემთხვევაში სამართალდამცველები ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"ბავშვთა უფლებათა კოდექსი" ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კანონი, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა. ეს ფაქტი აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც. ეს უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ ბავშვთა საუკეთესო უფლებები იყოს დაცული და მათ ჰქონდეთ მეტი გარანტიები იმისათვის, რომ დასძლიონ სიღარიბე," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი. 

პარლამენტმა ბავშთა უფლებათა კოდექსი გასულ წელს დაამტკიცა.

დღის ამბები