29 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატანი ცვლილებების განხილვას, რაც სასჯელის კონკრეტულ ზომებს ითვალისწინებს, პარლამენტი ოთხშაბათს დაიწყებს

არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი გავლენის მოხდენა ანუ ამომრჩევლის დაშინება ან იძულება შესაძლოა, ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს.

საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ოპოზიციის კრიტიკა გაუგებარია მმართველი პარტიისთვის. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, ოპონენტებს ცვლილებები წაკითხულიც არ აქვთ.

ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ნინო ლომჯარია ეჭვობს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა-დაშინებასთან დაკავშირებით პასუხიმგებლობის მექანიზმი ნაკლებად იქნება გამოყენებული.

მმართველი პარტია საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატანი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვას ოთხშაბათს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

დღის ამბები