საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის CINEDOC-TBILISI-ის მე-8 გამოშვება მაყურებელს განახლებული ფორმატით უბრუნდება.
CinéDOC-Tbilisi 30 აგვისტოს გაიხსნა და 30 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფესტივალი წელს ღია ცის ქვეშ, Cavea Drive-in ლისზე, რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.
Cinedoc 2020 წელს იმითაც გამოირჩევა, რომ ფილმების ჩვენება დუშეთში, გორში, საგარეჯოში, ჩხოროწყუსა და მარნეულშიც გაიმართება.
ავტორი: თეო ცუცქირიძე