29 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილია - საქართველოს მოქალაქეები მე-10 მოწვევის პარლამენტს ზუსტად ორ თვეში აირჩევენ

ზუსტად 2 თვე - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადდა. პრეზიდენტმა განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

2020-ის 150-კაციან შემადგენლობას საქართველოს მოქალაქეები 31 ოქტომბერს აირჩევენ. შესაბამისად, დღეიდან საარჩევნო კამპანიაც ოფიციალურად გახსნილად ცხადდება. 

საპარლამენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ტემპერატურის მატების რისკიც იზრდება. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები საჭიროდ მიიჩნევენ კიდევ ერთხელ გააკეთონ განცხადება, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის არაძალადობრივი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩაატარება. 

არჩევნების თარიღის ოფიციალურად დასახელება საარჩევნო პროცესის მხოლოდ ფორმალური და ტექნიკური მხარეა მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის. ოპოზიციის მსგავსად საარჩევნო მარათონში აქტიურადაა ჩართული მმართველი პარტია. 2020 წლის არჩევნები რომ მნიშვნელოვანია, ეს საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნეს.

დღის ამბები