29 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
31 ოქტომბრის შემდგომ უნდა დაიწყოს ახალი ათვლის წერტილი ჩვენი ქვეყნისთვის - ოთარ კახიძე

ქვეყანაში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. პრეზიდენტმა არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი ოფიციალურად გამოაცხადა და შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა. 

ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, აუცილებელია საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაციები დააკვირდნენ. ოპოზიციის წევრები საერთაშორისო დამკვირვებლების როლზე საუბრობენ.

ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნებზე ხმებს თავადაც დაიცავს.

"ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ გამოთქვა სურვილი საქართველოში ჩამოსვლისა, მიუხედავად იმისა, რომ არის უამრავი შემაფერხებელი ფაქტორი. რაც შეეხება და IRI-ს განცხადებებს, რომ ისინი არ დააკვირდებიან სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებს, სამწუხაროა და უნდა ეზრუნა ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო, მეტად ავტორიტეტული ორგანიზაციები ყოფილიყო საქართველოში წარმოდგენილი არჩევნებზე," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

"კარგია, რომ თარიღი ოფიციალურად გამოცხადდა. 31 ოქტომბრის შემდგომ უნდა დაიწყოს ახალი ათვლის წერტილი ჩვენი ქვეყნისთვის. უნდა დასრულდეს ეს ჭაობი.

რაც შეეხება დამკვირვებლებს, საერთაშორისო დამკვირვებლების ნაწილი აუცილებლად ჩამოვა. მაგრამ ჩვენ, "ევროპულმა საქართველომ", სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ხელი მოვაწერეთ ერთობლივ ქარტიას და ჩვენ ერთად დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლის ხმებს და არავითარ დაბრკოლებას არ შექმნის საერთაშორისო დამკვირვებლების გარკვეული რაოდენობის ვერ ჩამოსვლა," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ.

მმართველ გუნდის განცხადებით კი, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი დააკვირდეს არჩევნებს.

"ჩვენი მონდომება მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს, ამისთვის გავაკეთოთ ყველაფერი. ჩვენ ვაკეთებთ ამისთვის ყველაფერს. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვართ მუშა რეჟიმში, იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შევქმნათ," - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები