29 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
ჩაძახილზე ახელენ თვალს, ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს - ლევან რატიანი შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებულ პაციენტებზე

შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. განცხადება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორმა ლევან რატიანმა გააკეთა. რატიანის თქმით, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის პარამეტრებში დადებითი დინამიკა შეინიშნება.

"პაციენტები იმყოფებიან მართალია რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან არის აღდგენილი. ჰემოდინამიკა ამ ეტაპზე სამივე პაციენტთან არის აღდგენილი, ასევე ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნერვოლოგიური სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს. ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს.

რაც შეეხება მესამე ქალბატონს, რომელიც არის 32 წლის ასაკის, მას გუშინ ჩაუტარდა რეკონსტრუქციული ოპერაცია სახის ძვლების, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, მაგრამ დადებითი დინამიკით," - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, ხევსურეთში, შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 23 აგვისტოს 17 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები