29 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის ნაწილში კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს, ომბუდსმენს კითხვები აქვს

სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას კითხვის ნიშნები აქვს ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის ნაწილში კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის ეს მექანიზმი ნაკლებად იქნება გამოყენებული.

"წლების განმავლობაში ჩვენმა დაკვირვებამაც ცხადყო, რომ როგორც წესი, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება ხოლმე. ამიტომ მე მაქვს გარკვეული კითხვები და მოლოდინები, რომ შეიძლება უფრო ნაკლებად იყოს პასუხისმგებლობის ეს მექანიზმი გამოყენებული ამომრჩევლის მოსყიდვასთან მიმართებით, ვინაიდან მხოლოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანი ხდება აღნიშნული ფაქტი," - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" ინიციატივით გამოდის, ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდეს.

დღის ამბები