29 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ივლისში ეკონომიკის 5,5%-იანი შემცირება ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას - ნათია თურნავა

წინასწარი შეფასებით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

ასევე, წინასწარი შეფასებით, 2020 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 5.8-ა პროცენტი შეადგინა, საქსტატის ცნობით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა დარგში, სამთო მოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ივლისის ეკონომიკური მაჩვენებელი ადასტურებს, რომ ქვეყანა გაჯანსაღების გზაზეა.

"დღეს დილით გამოქვეყნდა ივლისის ეკონომიკური მაჩვენებლები. ივლისში ჯერ კიდევ გვაქვს ვარდნა, წლევანდელი წელი ვერ იქნება პოზიტიური, მაგრამ ივლისის თვეში დაფიქსირებული -5.5% უფრო ნელი ვარდნის მაჩვენებელია, ვიდრე თუნდაც აპრილში იყო", - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, "საქსტატის" წინასწარი შეფასებით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა. 2020 წლის პირველ 7 თვეში კი ეკონომიკის 5.8%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.

დღის ამბები