აქციების 21-ე დღეს ბელარუსში დემონსტრაციამ დაკავებების ფონზე ჩაიარა. დაკავებულების შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცლდება - ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებზე 140 ადამიანია დაკავებული. უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით კი 200-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობენ.
მომიტინგეები პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.