29 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
რუხის კლინიკაში კორონავირუსისგან ორი პაციენტი განიკურნა

რუხის კლინიკაში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ორივე მათგანი ე.წ. ლენჯერის კლასტერის წევრია და ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.

კლინიკაში ამ დროისთვის სამი პაციენტი რჩება, მათ შორის ერთი ე.წ. ლენჯერის კლასტერს მიეკუთვნება.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ახალგაზრდა მამაკაცს, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.

რუხში მკურნალობს ახალგაზრდა ქალიც, რომელმაც თბილისიდან ზუგდიდამდე მატარებლით იმგზავრა, სასტუმროში კი კოვიდ-19 დაუდგინდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

დღის ამბები