29 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
ახალციხის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურთან, ბორჯომ - ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა .

ადგილობრივების თქმით, ცეცხლი ე.წ. დათუების ტყესთან, სავარაუდოდ, დაუდევრობის გამო გაჩნდა.

რწმუნებულის ინფორმაციით, სოფელ წინუბანში დაიწვა დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ტყის ფართობი, გვიან ღამით მეხანძრე მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს და მონიტორინგის მიზნით 70- მდე მეხანძრე მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

დღის ამბები