შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგობო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალციხის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია, გავრცელების საფრთხე მოხსნილია.
როგორც "რუსთავი 2-ს" უწყებაში განუცხადეს, ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩება 70-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გათენებისთანავე გაგრძელდება.