29 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
გარდაბანში 35 წლის მამაკაცი სარწყავ არხში გარდაცვლილი იპოვეს

გარდაბანში სოფელ ნაგებში მაშველებმა 35 წლის მამაკაცი, სარწყავი არხიდან დამხრჩვალი ამოიყვანეს. ცხედარი რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს.

მამაკაცი მამასთან ერთად სათევზაოდ იყო წასული, რა დროსაც ის სარწყავ არხში ჩავარდა.

საქმე აღძრულია 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

დღის ამბები