29 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
ბორჯომში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი "ლექსუსის" მარკის 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის დროს ავტომანქანაში სულ ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი იმყოფებოდა. დაშავებულები ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

დღის ამბები