29 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ის შემთხვევები და ინფიცირების დაუდგენელი წყაროების რაოდენობა იზრდება - იწყება თუ არა მეორე ტალღა

კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის ფონზე იზრდება დაუდგენელი წყაროების რაოდენობა, ანუ ფაქტები, როცა არავინ იცის, საიდან და როგორ გადაედო ადამიანს ვირუსი.

უცნობია არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის წევრის დაინფიცირების წყაროც - მას კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ამ დრომდე გაურკვეველია, არის თუ არა ერთიდაიგივე პირი არჩილ თალაკვაძის დაცვა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ის თანამშრომელი, რომელსაც ვირუსი რუსთავის ცხელების ცენტრში დაუდასტურდა.

პარალელურად, კორონავირუსი "ქართული ოცნების" თანამშრომელსაც აღმოაჩნდა.

ასევე, ინფიცირებულებს შორისაა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც კორონავირუსი ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დაუდგინდა. ირკვევა, რომ მან მატარებლით და ტაქსით იმგზავრა. 

სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ რეგულაციების დაცვისკენ, რადგან, სხვა შემთხვევაში, ვირუსის მაჩვენებლები, შესაძლოა, უცებ გაიზარდოს და უკონტროლო გახდეს.

დღის ამბები