29 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
გიორგი ვაშაძე თამარ ჩარკვიანმა სამეგრელოში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა საარჩევნო პროგრამა მოქალაქეებს სამეგრელოში გააცნო.

ზუგდიდის მოსახლეობას ის "სტრატეგია აღმაშენებლის" სამომავლო გეგმებსა და 5-პუნქტიან გეგმაზე ესაუბრა.

"რვაწლიანმა, "დამსხვრეული ოცნებების" მთავრობამ დაამსხვრია საქართველოს პერსპექტივა. თვითონ გამდიდრდნენ, ხალხი გაღარიბდა.

ან წინსვლა, ან - ჭაობი; ან რეგიონის ლიდერის პოზიციის დაბრუნება საქართველოსთვის, ან - ჩაკარგვა; ან ამერიკის მძლავრი პარტნიორობა, ან - სანქციები, რაც ნიშნავს ნაკლებ ინვესტიციებს. ან ტერიტორიული მთლიანობისკენ სვლა, ან - კიდევ უფრო დახლეჩვა და გათიშვა ქვეყნის შიგნით. ეს არის არჩევანი, რაც უნდა გავაკეთოთ 31 ოქტომბერს," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

"გიორგი ვაშაძე არის XXI-ე საუკუნის პოლიტიკოსი, რომელსაც პრემიერ-მინისტრობა იმისთვის კი არ უნდა, რომ ხალხი ემსახუროს, მას სურს ბერკეტი სახელმწიფოსი, რომ ის ემსახუროს, ნება იყოს მისი პროექტები განახორციელოს, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან.

მე მოსამსახურედ მიგულეთ, თამარ ჩარკვიანი და პრემიერ-მინისტრად, კრიზისიდან გამოსაყვანად გთავაზობთ გიორგი ვაშაძეს,"- საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკური პლატფორმა "სტრატეგია აღმაშენებლიდან" თაკო ჩარკვიანმა.

დღის ამბები