29 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატს გამოძიებამ ვიდეოკადრები უნდა გააცნოს

მიხეილ რამიშვილს თბილისის პროკურატურაში ელოდებიან. თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატს გამოძიებამ ვიდეოკადრები უნდა გააცნოს.

საუბარია იმ მასალაზე, სადაც სუს-ის ბალანსზე არსებული 3 ავტომანქანის გადაადგილებაა ასახული, ეს კადრები პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, თუმცა ადვოკატი ახლა მის სრულ ვერსიას ითხოვს.

ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ სავარაუდოდ ჩანაწერები სუსის ავტომობილებს უკავშირდება.

"როგორც მე შემატყობინეს, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი უკავშირდება იმ ავტომობილებს და მათ გადაადგილებას. ალბათ, ეს არის ის სამი ჯიპი, სუს-ის ავტომობილები. ჩვენ ყველაფერს ვამოწმებთ,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნო­ბის­თვისთა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­დაახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თანსა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყოშემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

დღის ამბები