29 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

46 წლის მამაკაცი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით რუსთავის ცხელების ცენტრში თავად მივიდა.

აქვს თუ არა ამ შემთხვევას კავშირი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის წევრის ინფიცირებასთან, ამ ეტაპზე, უცნობია. 

პაციენტს, ამჟამად, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობენ. 

დღის ამბები