29 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ალიანსმა "ჩვენი საქართველო" ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად ჯამბულ ნაჭყებია წარადგინა

ალიანსის "ჩვენი საქართველოს" ლიდერებმა ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად ჯამბულ ნაჭყებია წარადგინეს. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ისინი მეგრული ენის დაცვის მიმართულებითაც იმუშავებენ.

"ჩვენ ზუგდიდელებს დღეს წარვუდგენთ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ღირსეულ კანდიდატს, რომელიც იბრძოლებს მაჟორიტარობის მანდატისთვის, ბატონ ჯამბულ ნაჭყებიას, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო სფეროში, ის გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი,"-განაცხადა პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსიდან" ჯამბულ ნაჭყებიამ განაცხადა, რომ მისი პარტია იბრძოლებს, რათა წარმოადგენდნენ ხალხის გადამწყვეტ სიტყვას საქართველოს პარლამენტში. 

"ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ვიყოთ ხალხის გადამწყვეტი სიტყვა საქართველოს პარლამენტში, რათა ადამიანებმა იგრძნონ შვება და ჩვენი რეგიონი ვიხილოთ ისეთად, როგორიც ის ილია ჭავჭავაძემ იხილა თავის დროზე და თქვა: "სამეგრელოში მოველ და საქართველო ვიხილე, დიდი საქართველო!"-განაცხადა ჯამბულ ნაჭყებიამ.

დღის ამბები