29 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალი 15 სექტემბერს რუსეთთან ე. წ საზღვარს გახსნის

ოკუპირებული ცხინვალი 15 სექტემბრიდან რუსეთთან ე.წ საზღვარს ხსნის, ამასთანავე, უქმდება შეზღუდვები.

ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, დაწესებულმა შეზღუდვებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს სოციალური პრობლემები შეუქმნა, რისი აღმოფხვრაც საზღვრის დროულად გახსნას შეუძლია. მისივე განცხადებით, 15 სექტემბრისთვის განახლდება რეგიონში სასწავლო პროცესიც.

პარალელურად, ე.წ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ჯანდაცვის მინისტრს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატების მომარაგებისკენ მოუწოდეს, აღნიშნულის მიზეზად, საზღვრების გახსნის შედეგად ინფიცირების შემთხვევების შესაძლო ზრდა სახელდება.

დღის ამბები