29 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
ჭაში ჩასული მამაკაცი ცუდად გახდა და მის დასახმარებლად ძმა ჩავიდა - ხაშურში მომხდარი უბედური შემთხვევის დეტალები

ორი მამაკაცი, რომელიც დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალში ჭის გაწმენდისას გარდაიცვალა, ძმები იყვნენ. ისინი კერძო ხელოსნებად მუშაობდნენ.

ჭის მეპატრონე, რომელმაც ისინი ჭის ამოსასუფთავებლად დაიქირავა, აცხადებს, რომ ჭაში ჯერ ერთი ძმა ჩავიდა, რომელიც ცუდად გახდა და დახმარება ითხოვა, ამ დროს საშველად მეორე ძმა ჩავიდა, თუმცა ორივე ძმა დაიხრჩო.

იმის გამო რომ ჭაში წყალი ღრმა არ არის, ფიქრობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი უჰაერობა გახდა.

დღის ამბები