29 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
შვედეთში ანტიმუსლიმური აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა​

შვედეთში ანტიმუსლიმური აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მემარჯვენე ექსტრემისტულმა ძალებმა ქალაქ მალმიოს ქუჩებში ყურანი საჯაროდ დაწვეს, სამართალდამცველები დემონსტრანტების დაკავებას შეეცადნენ, რასაც წინააღმდეგობა მოჰყვა, დაშავებულია 15 პოლიციელი.

დაკავებულია სამი პირი, მათ რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ, მემარჯვენე ექსტრემისტული ძალების აგრესიის სამიზნე ხშირად მიგრანტი მუსლიმები ხდებიან.

დღის ამბები