29 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ქალთა მიმართ ძალადობის მძიმე სტატისტიკა და პრევენციისთვის გადადგმული ნაბიჯები - მოძალადეს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება

პირველი სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი იქნება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდეს. სიახლის თანახმად, თუკი მსხვერპლი განაცხადებს, რომ საფრთხეს განიცდის, მოძალადეს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება. კანონის ამოქმედებამდე, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ხელისუფლებას 100 ელექტრონული მოწყობილობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გადასცა.

ძალადობის პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯებს მხარს უჭერენ ქალთა მიმართ ძალადობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. თუმცა პარალელურად ფიქრობენ ,რომ მნიშვნელოვანია ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა. 

ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა 2019 წელთან შედარებით, მძიმეა. 2020 წელს 10 ათასით მეტი შემაკავებელი ორდერი გაიცა, რაც წინა წელს 34% პროცენტით აღემატება. 2018-19 წლებში ძალადობის შედეგად, 14 ქალი გარდაიცვალა. 2020 წელს კი ძალადობას 10 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ავტორი: ნინო ფუტკარაძე

დღის ამბები