29 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
ბათუმში "პატრიოტთა ალიანსის" ბანერები ქალაქის მერიამ ჩამოხსნა

ბათუმის მერიამ, ქალაქში "პატრიოტთა ალიანსის" ბანერები ჩამოხსნა - ამის შესახებ ინფორმაციას, ქალაქის მუნიციპალური სამსახური ავრცელებს. 

"ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, ბათუმში, 2 ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით,"- აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები